დელირიუმი

კიდევ ოთხმოცდათხუთმეტი დღე და მერე უსაფრთხოდ ვიქნები. მინდა, ის მალე ჩავიტარო და განვიკურნო. ძნელია, იყო მომთმენი. ძნელია, არ გეშინოდეს, როცა ჯერ ისევ ავად ხარ. მე დელირია ჯერ არ შემხებია. თუმცა, მაინც ვღელავ. ძველად სიყვარული ხალხს აგიჟებდა.