საბიბლიოთეკო სიახელეები

იოზეფ როთი:"სადაც ცუდად ვარ, იქ ჩემი სამშობლოა".

შეხვედრა გაიმართება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის საკონფერენციო დარბაზიში № 22-208

OpenEdition სამეცნიერო ელექტრონული ბაზა

2018 წლის 25 აპრილიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომი გახდა ფრანგულენოვანი OpenEdition სამეცნიერო ელექტრონული ბაზა (https://www.openedition.org/catalogue-journals?limit=30&access%5B%5D=Open+access+Freemium).

საინფორმაციო სემინარი EBSCO-ს მონაცემთა ბაზების შესახებ

მიმდინარე წლის 25 აპრილს 16:00 საათზე აკაკი წერეთლის სახლმწიფო უნივერსიტეტის 1114 აუდიტორიაში შედგა EBSCO-ს საინფორმაციო შეხვედრა და ტრენინგი. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში აწსუ-ს ეწვია EBSCO- ს გაყიდვების მენეჯერი ირინა კრესიაკოვა და ISM-ს წარმომადგენლები. შეხვედრას ესწრებოდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უივერსიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომლები.

საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

გაცნობებთ, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მომხმარებელთათვის (მხოლოდ პირველი კორპუსის სამკითხველო დარბაზში არსებული კომპიუტერებიდან) ერთი წლის ვადით ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (https://matsne.gov.ge/).

წერეთლის უნივერსიტეტის ახალი ბიბლიოთეკა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობა დასრულდა. ოთხსართულიანი შენობის გახსნა მიმდინარე წლის აპრილისთვის არის დაგეგმილი. მანამდე ბიბლიოთეკაში საჭირო ავეჯი და ტექნიკა განთავსდება. ასევე, მოეწყობა საკონფერენციო დარბაზები, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის ოთახები. წიგნადი ფონდის საცავი, სადაც მილიონამდე წიგნი განთავსება. ეს ყველაფერი ღია იქნება,