აწსუ-ს შვეიცარიის ელჩის მოადგილე ალვარო ბორგი სტუმრობდა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შვეიცარიის ელჩის მოადგილე ალვარო ბორგი სტუმრობდა. ელჩის მოადგილეს სასწავლებლის რექტორმა როლანდ კოპალიანმა და ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი ჭიჭინაძემ უმასპინძლეს. ალვარო ბორგიმ "ფრანკოფონიის კვირეულის“ ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს საჩუქრად ფრანგულენოვანი წიგნები გადასცა. "ქუთაისში ჩვენ ყოველ წელს ჩამოვდივართ. შვეიცარიის საელჩოსთვის მნიშვნელოვანია გავცდეთ თბილისს და გადავინაცვლოთ რეგიონებში. ამჯერად ვიზიტი ფრანკოფონიის კვირეულის აღნიშვნას დავამთხვიეთ. ჩვენ მრავალწლიანი ურთიერთობა გვაქვს ფრანგულენოვან წრესთან და განსაკუთრებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ ფრანგულენოვან მიმართულებასთან. ასევე შევხვდით უნივერსიტეტის რექტორს. ბიბლიოთეკის დირექტორს და ჩამოვიტანეთ საჩუქრად წიგნები, რომლების შვეიცარიის შესახებაა და ასევე შვეიცარიელი ავტორების ნაწარმოებებია."- განაცხადა ალვარო ბორგიმ.