მწვანე ბიბლიოთეკა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა IFLA-ს (The International Federation of Library Associations and Institutions) ,,მწვანე ბიბლიოთეკების მოძრაობას" უერთდება. "მწვანე ბიბლიოთეკის" ინიციატივის შესახებ ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი ჭიჭინაძემ საერთაშორისო კონფერენციაზე "ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისად ნარჩენების მართვის სექტორის ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის საკითხები საქართველოსა და მოლდოვაში" ისაუბრა.