წერეთლის უნივერსიტეტის ახალი ბიბლიოთეკა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობა დასრულდა. ოთხსართულიანი შენობის გახსნა მიმდინარე წლის აპრილისთვის არის დაგეგმილი. მანამდე ბიბლიოთეკაში საჭირო ავეჯი და ტექნიკა განთავსდება. ასევე, მოეწყობა საკონფერენციო დარბაზები, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის ოთახები. წიგნადი ფონდის საცავი, სადაც მილიონამდე წიგნი განთავსება. ეს ყველაფერი ღია იქნება, როგორც სასწავლებლის სტუდენტებისთვის ასევე სხვებისთვისაც.

ბიბლიოთეკაში დაგეგმილია, ფაბლაბის, სტუდენტური სერვისების დიუმას და გოეთეს საბიბლიოთეკო სივრცეების გახსნა.